მთავარი
ჩვენს შესახებ
ვაჭრობა
შეთავაზებები
ანალიტიკა
სწავლება
ვაჭრობის დაწყება

White Label

White Label პარტნიორობა

დაიწყეთ საკუთარი MetaTrader ბიზნესი ყველაზე დაბალ ფასად. ისარგებლეთ ჩვენი მომსახურებით და შექმენით თქვენი საკუთარი ბრენდი ფინანსურ ინდუსტრიაში.

MetaTrader 5
სავაჭრო პლატფორმა

პერსონალიზაცია
და ბიზნეს
მოდელები

ბაზრის
მასშტაბური დაფარვა

რას მოიცავს VipTrade White Label პარტნიორობა

MetaTrader 5 სავაჭრო პლატფორმა - კომპიუტერის, მობილურისა და ვებ-ბრაუზერის ვერსია

500 -ზე მეტი ინსტრუმენტი, მათ შორის FX, CFD ინდექსები, სასაქონლო პროდუქტები და უმსხვილესი აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის კომპანიების აქციები და ETF.

მოქნილი სპრედი 0.0 პიპსიდან

ანგარიშგების და რისკების მართვის ინსტრუმენტები

ხელმისაწვდომია რამდენიმე ბიზნეს მოდელი

სერვერები ლონდონის LD4– ში ულტრა სწრაფი შესრულებისთვის

მუშაობის პრინციპი

1

მოითხოვეთ გადმორეკვის სერვისი, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, რომელი პლატფორმები და რა სახის ინსტრუმენტები გაინტერესებთ და მიიღეთ სასურველი შეთავაზება. თქვენთვის შესაფერისი გეგმის შერჩევის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მისი განხორციელების პროცესი.

2

წარადგინეთ ვერიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტები და ხელი მოაწერეთ ხელშეკრულებას. კონტრაქტის პირობები ასახავს ინფორმაციას პლატფორმების, ინსტრუმენტების, ბაზრის მონაცემების, რისკების მართვის მოდელის, თანხების, საკომისიოებისა და სპრედების შესახებ.

3

ჩვენ მოგაწვდით ვებ API– ს კლიენტის ანგარიშების შესაქმნელად MT5– ში და დაგეხმარებით ინტეგრაციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ ანგარიშები ხელით , რისთვისაც არ არის საჭირო ინტეგრაცია.

4

დაიწყეთ კლიენტების დაკავშირება და თქვენი ახალი პროექტის მართვა ჩვენი მუდმივი მხარდაჭერით.

White Label პარტნიორობა არის მარტივი გზა საკუთარი სავაჭრო ბიზნესის დასაწყებად, პლატფორმის გამოყენების სრული ლიცენზიის მოპოვების ან ძვირადღირებული ინფრასტრუქტურის შექმნის გარეშე. ჩვენ გთავაზობთ ქველიცენზიას პლატფორმის, მაღალი ლიკვიდურობისა და მაღალტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურის LD4 Equinix სერვერებზე - მსოფლიოში ერთ -ერთ საუკეთესო მონაცემთა ცენტრში - ამ ყველაფერს თქვენ იღებთ ერთი გადახდის განხორციელებისას.

როგორ მუშაობს White label პარტნიორობა:

  • • შეარჩიეთ ის პლატფორმები, სავაჭრო ინსტრუმენტები, სპრედი და საკრედიტო მხარი, რომელიც გსურთ შესთავაზოთ თქვენს კლიენტებს და გააფორმეთ ხელშეკრულება ჩვენთან.
  • • ჩვენ მოგაწვდით სავაჭრო პლატფორმის ბრენდირებულ ვერსიას თქვენი კომპანიის ლოგოთი და საკონტაქტო დეტალებით. გარდა ამისა, თქვენ მიიღებთ ყველა საჭირო ინსტრუმენტს ანგარიშის მონიტორინგის, რისკების მართვისა და ანგარიშგებისათვის.
  • • დაიწყეთ კლიენტებისთვის ანგარიშების გახსნა და მათგან დეპოზიტების მიღება სპეციალური პროგრამის გამოყენებით ან ვებ API– ის საშუალებით.
  • • თვალყური ადევნეთ თქვენი კლიენტების აქტიურობას და, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელეთ რისკების ჰეჯირება.

თუ თქვენ გახდებით White Label პარტნიორი, თქვენ მიიღებთ:

  • • სავაჭრო პლატფორმებს თქვენი კლიენტებისთვის (MT5 ვინდოუსი, MT5 iOS, MT5 ანდროიდი და MT5 ვებ-ტრეიდერი).
  • • პერსონალურ შეთავაზებას, რომელიც მოიცავს მომსახურების საფასურის ოდენობას და ტექნიკური პარამეტრების, ინსტრუმენტების, საკრედიტო მხარის, სპრედის, კლიენტთა ჯგუფების და ანგარიშის ვალუტების სრულ აღწერას.
  • • MT5 მენეჯერის პროგრამულ უზრუნველყოფას კლიენტების ანგარიშებისა და ტრანზაქციების მონიტორინგისთვის, ასევე ახალი კლიენტების ანგარიშების გახსნისათვის.
  • • MT5 ვებ API -ს , რომელიც თქვენს ვებ-გვერდზე აკავშირებს რეგისტრაციის ფორმას ჩვენს სისტემასთან, რის შედეგადაც თქვენს კლიენტებს შეეძლებათ ანგარიშების გახსნა ონლაინ.
  • • ინსტიტუციურ ანგარიშს MT5– ში არსებული შესაძლო რისკების ჰეჯირებისთვის.
  • • საბაზრო მონაცემები სავალუტო წყვილებზე, მათ შორის FX, CFD ინდექსებზე, სასაქონლო პროდუქტებზე და უმსხვილეს აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის კომპანიების აქციებზე და ETF-ზე.

როგორც თქვენი White Label პარტნიორი, ჩვენ გთავაზობთ თქვენი კლიენტის ორდერების ტექნიკურ შესრულებას. თქვენ შეგიძლიათ არ ივაჭროთ ჩვენთან და გადაიხადოთ მხოლოდ საკომისიო გადასახადი, მაგრამ თქვენ ასევე ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა გამოიყენოთ ინსტიტუციონალური სავაჭრო ანგარიში, იმისათვის, რომ მოიხსნათ თქვენი პოზიციური რისკების ნაწილობრივი ან მთლიანი წილი.

ჩვენი ბაზრის მონაცემების შეთავაზება მოიცავს ძირითად სავალუტო წყვილებს, კროს კურსებს და ეგზოტიკური ვალუტის წყვილებს; ასევე ყველაზე პოპულარულ ინდექსებს და საქონელს - ყველაფერი უფასოდ!

ფასიანი ბაზრის მონაცემთა პაკეტი მოიცავს 500 – მდე CFD– ს აშშ – ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში უმსხვილესი კომპანიების აქციებსა და ETF–ს.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ White Label პროგრამაში არის რამდენიმე ერთჯერადი და ყოველთვიური საკომისიო.:

1. პლატფორმის საფასური.

პლატფორმის გამოყენების საფასურის ოდენობა დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეულ პაკეტზე. ჩვენ გთავაზობთ MT5 სავაჭრო პლატფორმას კომპიუტერისთვის, MT5 მობილური მოწყობილობებისთვის და ვებ-ტრეიდერს. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ერთი ან რამდენიმე შემოთავაზებული პლატფორმა.

2.ბაზრის მონაცემთა საფასური.

საფონდო CFD და ETF მონაცემები შეგიძლიათ შეიძინოთ ყოველთვიურ გადასახადის დამატებით. CFD– ების საბაზრო მონაცემები სავალუტო წყვილების, ინდექსების და საქონლის შესახებ მოცემულია უფასოდ.

3. შესრულების/აღსრულების საფასური.

შესრულება/აღსრულების საფასური დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეულ ბიზნეს მოდელზე, თუმცა მისი ღირებულება $ 3 -დან $ 10 -მდე მერყეობს $ 1 მლნ-ის მოცულობაზე.

ზუსტი ფასის დასადგენად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და ჩვენ დაგიანგარიშებთ ყველა ხარჯს თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.

იმისდა მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში არის რეგისტრირებული თქვენი კომპანია, შესაძლებელია დაგჭირდეთ ლიცენზიის მოპოვება. თუმცა როგორც წესი, ქვეყნების უმეტესობა მოითხოვს ლიცენზიას ფინანსური მომსახურების გაწევისათვის.

ჩვენ უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • • ყველა დირექტორისა და ბენეფიციარი მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები
  • • კომპანიის 25% -ის მფლობელი ყველა ბენეფიციარის მისამართის მტკიცებულება
  • • კომპანიის საბანკო ამონაწერი
  • • კომპანიის წესდება
  • • ლიცენზიის ან სერტიფიკატის დამადასტურებელი საბუთი, თქვენ ფინანსურ ინდუსტრიაში მუშაობის უფლების შესახებ
  • • ამონაწერი რეესტრიდან
  • • აქციონერთა სია
  • • დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს კონტრაგენტი კომპანიის სტრუქტურას
  • • იურიდიული პირის იდენტიფიკატორის კოდი (LEI)
  • • კომპანიის AML პოლიტიკა
  • • შევსებული W-8BEN-E ფორმა (ჩვენს მიერ მოწოდებული)
  • • შევსებული AML კითხვარი (ჩვენს მიერ მოწოდებული)
  • • ხელმოწერილი კლიენტის ხელშეკრულება (ჩვენს მიერ მოწოდებული)

თუ თქვენ გაქვთ კითხვები საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ან გსურთ მიიღოთ დამატებითი განმარტებები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

Forex White Label ბიზნესი ხელშეკრულებას აფორმებს არსებულ FX საბროკერო ფირმასთან, ბროკერის სავაჭრო პლატფორმაზე წვდომისა და ლიკვიდურობის მისაღებად, მაგრამ White label პარტნიორობის უნიკალური ბრენდის ქვეშ.

ჩვენ არ ვართ გადახდის სისტემების, CRM, KYC ან ონლაინ ჩეთის პლატფორმების მიმწოდებელი - მათი შეძენა შეგიძლიათ სხვა პროვაიდერებისგან დამოუკიდებლად.

ინტეგრაციას სჭირდება 2 კვირამდე დრო, მაგრამ ინტეგრაციისთვის მომზადების პროცესი, ჩვეულებრივ, უფრო დიდხანს გრძელდება. მის დასაწყებად უნდა მიიღოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, გაიაროთ KYC (იცოდეთ თქვენი კლიენტი) პროცედურა და გააფორმოთ ხელშეკრულება. ყველაფრის დასრულების შემდეგ, ინტეგრაციის პროცესს დასჭირდება არა უმეტეს ორი კვირისა.

ჩვენ გვესმის, რომ თქვენ წარმოადგენთ თქვენს ბრენდს და გსურთ მომხმარებლებს შესთავაზოთ პერსონალური სავაჭრო პირობები. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ საკომისიო განაკვეთები, გაზარდოთ ან შეამციროთ სპრედი თქვენი ბიზნესის სტრატეგიის შესაბამისად. ცვლილებები შეიძლება დაკავშირებული იყოს ცალკეულ ინსტრუმენტებთან ან ჯგუფებთან, ან შეიძლება ძალაში შედიოდეს გარკვეული დროით.

თქვენ ასევე შეგიძლიათ დატოვოთ სპრედები და საკომისიოები უცვლელად, რათა თქვენს კლიენტებს შეეძლოთ ვაჭრობა იმავე კონკურენტულ სავაჭრო პირობებზე, როგორც ჩვენს საცალო კლიენტებს.

თქვენ შეგიძლიათ რისკების ჰეჯირება ყველა გარიგებაზე ნებისმიერი კომბინაციით, ასევე შეგიძლიათ დაარეგულიროთ რისკის პარამეტრები. თუ გსურთ გარიგებების ჰეჯირება ჩვენთან, თქვენ უნდა გახსნათ ინსტიტუციური ანგარიში.

სავაჭრო პლატფორმის ან პროგრამული უზრუნველყოფის არჩევა არის ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი წარმატებული White label პროგრამაში. სამწუხაროდ, ბევრი გამოუცდელი კომპანია ირჩევს უფასო პლატფორმებს, რასაც ზოგიერთი საბროკერო ფირმა თავაზობს. მაგრამ ეს არის დიდი შეცდომა. თუ თქვენი პოტენციური კლიენტები არ იცნობენ იმ პლატფორმას, რომელთანაც მუშაობას ირჩევთ, რთული იქნება მათი დარწმუნება, რომ გახსნან ანგარიშები თქვენს ფირმაში. ამასთანავე, თუ თქვენ მომავალში გექნებათ სურვილი იმისა, რომ არსებულ საბროკერო ფირმასთან გაწყვიტოთ თანამშრომლობა და თქვენი კლიენტები გადაიყვანოთ სხვა ბროკერთან, ახალ პლატფორმასთან დაკავშირებულმა სწავლის პროცესებმა შეიძლება თქვენს კლიენტებს დაუკარგოს გადასვლის სურვილი.

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ბევრი ადამიანი იჯერებდა ინტერნეტში გავრცელებულ მცდარ აზრს, რომ ნაწილობრივი White Label ნიშნავს თავისუფალ მგზავრობას ფორექსის ბრენდის მატარებლით. რაც რა თქმა უნდა შორს არის სიმართლისგან. როდესაც ხედავთ სიტყვას "ნაწილობრივი", რომელიც ეხება White Label -ს, ის არ გულისხმობს ნაწილობრივ / დაბალ საფასურს ან რაიმე სახის უფასო სავაჭრო გადაწყვეტას. მიუხედავად იმისა, რომ სრული White Label მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს: ბრენდირებულ სავაჭრო პლატფორმას და შესაძლებლობას პირდაპირ მიიღოთ დეპოზიტები მომხმარებლებისგან, ნაწილობრივი გადაწყვეტისას კი ასე არ ხდება. ნაწილობრივი პერსონალიზაცია მოიცავს პლატფორმის რებრენდინგს (პარტნიორის სახელი/ლოგო), მაგრამ არა დეპოზიტების მიღების შესაძლებლობას.

პერსონალიზაციის, ბრენდინგისა და პლატფორმის მენეჯმენტის საფასურის გარდა (იხ. წინა ნაწილი), კერძო სავაჭრო მარკაზე მუშაობა ისეთივეა, როგორც ნებისმიერ სხვა კომპანიასთან მუშაობა და მასთან დაკავშირებული ხარჯები.

მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ გაქვთ საკმარისი სახსრები საკუთარი FX პლატფორმის ბრენდირებისა და კერძო ბიზნესის დასაწყებად, არ ნიშნავს რომ თქვენ გახდებით მყისიერად წარმატებული (ან ოდესმე წარმატებას მიაღწევთ ამ სფეროში). ეს არის ფაქტი იმისდა მიუხედავად, რომ ინდუსტრიის ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი საბროკერო ფირმა ამის საპირისპიროს ირწმუნება.

თქვენი White label ორგანიზაცია მოითხოვს მყარ საფუძველს. ეს საფუძველი იქნება სუსტი, თუ საბროკერო ფირმა, რომელთან თანამშრომლობასაც ფიქრობთ და რომელიც უზრუნველყოფს თქვენს პლატფორმას და მის შესრულებას, არის კარგი. რადგან სინამდვილეში, თქვენი პირადი White label ბიზნესის მთელი წარმატება დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეული ბროკერის დაცულობაზე, ხარისხსა და საიმედოობაზე.

სანამ მუშაობას დაიწყებთ ბრენდირებულ FX სივრცეში, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბიზნესის სახელი, ლოგოები, სურათები და თქვენი ბრენდის ნებისმიერი სხვა ვიზუალური წარმოდგენა თქვენს კლიენტებში იწვევს ნდობას. ეს ის სფეროა, სადაც გირჩევთ, დრო და ფული საინვესტიციოდ სწორი მიმართულებით ჩადოთ. ბევრ თქვენს პოტენციურ კლიენტს მხოლოდ რამდენიმე წამი დასჭირდება თქვენი ბიზნესის განსასჯელად. რატომ უნდა გარისკოთ იყოთ დაწუნებული კლიენტების მიერ ლოგოს ცუდი დიზაინის გამო? ეს უბრალოდ ამად არ ღირს.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპრატესობა დეპოზიტების არ მიღებისა და მუშაობისა, როგორც ნაწილობრივი პროვაიდერი არის მისი სიმარტივე. პლატფორმის ბრენდირება არის ის, რისი გაკეთებაც ადვილია და შესაძლებელია გაკეთდეს ორ კვირაზე ნაკლებ დროში, თუ თქვენი კომპანიის ყველა დოკუმენტი მოწესრიგებულია. ასევე უფრო ადვილია დაუშვათ თქვენს კლიენტებს შეიტანონ თავიანთი სახსრები უშუალოდ ლიცენზირებული საბროკერო ფირმაში, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს პლატფორმას. თქვენ თუ ამ გზას აირჩევთ, თქვენი კლიენტები მეტად დაცულად იგრძნობენ თავს, რადგან მათ ეცოდინებათ, რომ მათი პირადი ანგარიშები და თანხები არის კეთილდეინდისიერ, ცნობად და მოწესრიგებულ ბროკერთან (და არა ახალ შექმნილ ბრენდთან).

ივაჭრეთ ჩვენთან ერთად


დაკავშირება

ჩვენ დაგიკავშირდებით ერთ სამუშაო დღეში

IB პროგრამა

ოფიციალური IB სტატუსი არის თქვენი შესაძლებლობა ფლობდეთ დამოუკიდებელ და კარგად ანაზღაურებად ბიზნესს, VIPTRADE– ში ახალი ტრეიდერების მოზიდვის გზით. რაც უფრო აქტიურ მომხმარებელს იზიდავთ კომპანიაში, მით უფრო წარმატებული იქნება თქვენი ბიზნესი. თქვენ გახდებით აღიარებული კომპეტენტური პირი ფორექსის ბაზარზე და მიიღებთ მაღალ შემოსავალს ვაჭრობის მოცულობის მიხედვით.

ჩვენი პარტნიორული პროგრამა მხარს უჭერს ინდივიდუალურ ტრეიდერებს, ბროკერებს, სადილინგო ცენტრებს და ფორექსთან დაკავშირებულ სხვა ბიზნეს წარმომადგენლებს.

სარგებელი:

  • საკუთარი ბიზნესი მინიმალური საწყისი ინვესტიციით
  • მაღალი რეგულარული შემოსავალი, რაც დამოკიდებულია ვაჭრობის მოცულობაზე
  • Real Trade– ის სარეკლამო კამპანიებში ერთობლივი მონაწილეობა მედიაში, საერთაშორისო გამოფენებსა და ინტერნეტში
  • პროფესიული მხარდაჭერა თანამშრომლობის პროცესში
  • საიმედო რეპუტაცია არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს შორის

ფუნქციები:

  • მომხმარებელთა დახმარება ტექნიკურ და ფორექს საკითხებზე
  • სასწავლო კურსები და სემინარები ფორექსზე
  • კომპანიის იმიჯის შენარჩუნება

მოთხოვნები:

  • გამოცდილება ბიზნესის მართვაში და ცოდნა ფორექსის ბაზრის შესახებ
  • ბიზნეს გეგმა და სარეკლამო სტრატეგია
  • კარგი კომუნიკაციისა და ინიციატივის უნარი

როგორ გახდეთ IB პარტნიორი:

  • • გაგზავნეთ განაცხადი ელექტრონულ ფოსტაზე : [email protected]
  • • მიიღეთ კომპანიის თანხმობა
  • • გააფორმეთ პარტნიორობის ხელშეკრულება
  • • გაეცანით MetaTrader 5 -ის მენეჯმენტის პროგრამის პრინციპებს
  • • შეინარჩუნეთ თანამშრომლობის მაღალი დონე პარტნიორობის ყველა ეტაპზე
  • • მიაღწიეთ წარმატებას ბიზნესში!
ნაბიჯი 1

დარეგისტრირდით როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირი - VIPTRADE პარტნიორი.

ნაბიჯი 2

რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ IB რეფერალურ ბმულს და IB კოდს.

ნაბიჯი 3

გააზიარეთ თქვენი რეფერალური ბმული და კოდი VIPTRADE -ის სერვისებისა და მომსახურების რეკლამირების დროს, პოტენციურ კლიენტებთან.

ნაბიჯი 4

მიიღეთ პარტნიორული საკომისიოები მას შემდეგ, რაც თქვენი კლიენტები განახორციელებენ მინიმალურ დეპოზიტს ან დაიწყებენ ვაჭრობას - თქვენი არჩევანით!

პრეზენტაციის ჩამოტვირთვა

IB - პირი ან კომპანია, რომელიც შემოსავალს იღებს, მისი კლიენტის ყოველი დასრულებული გარიგებიდან. IB იზიდავს კლიენტებს პარტნიორი ბროკერის სავაჭრო პლატფორმაზე, ახალისებს არსებულ კლიენტებს ივაჭრონ უფრო აქტიურად, მონაწილეობს სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებში (როგორც პარტნიორი ბროკერის, ასევე საკუთარი). იგი წარმოადგენს პარტნიორი ბროკერის ინტერესებს ინტერნეტში (ფორუმები, ბლოგები და ა.შ.) და საქმიანობის ნებისმიერ სხვა სფეროში, საკუთარი სახელით, აქტიური ტრეიდერების მაქსიმალური შესაძლო რაოდენობის მოზიდვის მიზნით. VIPTRADE გიწვევთ შეუერთდეთ IB VIP პროგრამას და გახდეთ წარმომადგებელი ბროკერი (IB). IB VIP არის მომგებიანი ბიზნესი, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება. IB VIP- ის ურთიერთსასარგებლო პირობები უზრუნველყოფს გრძელვადიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას. პარტნიორობის პირველ ეტაპზე თქვენ არ დაგჭირდებათ სპეციალური ცოდნა ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის სფეროში ან რაიმე სხვა ეკონომიკური უნარი. თქვენ იღებთ შემოსავალს მხოლოდ VIPTRADE სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობით, ან უბრალოდ ინფორმაციის გაზიარებით თქვენს პარტნიორებთან, ნაცნობებთან, კლიენტებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ონლაინ ვაჭრობით. ახალი კლიენტების მოზიდვით თქვენ უზრუნველყოფთ საკუთარ თავს მაღალი შემოსავლით.

თქვენ მიიღებთ 10 - 20 - 30% თითოეულ გარიგებაზე. ეს არის სტანდარტული სქემა, რომელიც ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში.

პარტნიორული ანგარიშის გახსნის შემდეგ (საიდანაც შესაძლებელია ვაჭრობა), შეგიძლიათ მომხმარებლების მოზიდვა როგორც პარტნიორული ბმულის გავრცელებით, რის შემდეგაც ისინი ავტომატურად ჩაირიცხებიან თქვენი რეფერალების მიერ, ან უბრალოდ მეგობრებს შორის ინფორმაციის გავრცელებით. მეორე შემთხვევაში, იმისათვის, რომ დაარეგისტრიროთ თქვენი ნაცნობი, როგორც რეფერალი, თქვენ უბრალოდ უნდა უთხრათ მას თქვენი პარტნიორის კოდი (რომელიც მას ანგარიშის გახსნისას დასჭირდება რეგისტრაციის ფორმაში), ან მიუთითეთ მისი სრული სახელი და ანგარიშის ნომერი, ასევე თქვენი პარტნიორული ანგარიშის ნომერი და გამოგზავნეთ: [email protected] თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სრულ ინფორმაციას პარტნიორული პროგრამის შესახებ საიტის სპეციალურად შექმნილ განყოფილებაში.

არ არსებობს არანაირი შეზღუდვა.

არ არსებობს განსაზღვრული მოთხოვნები. თქვენ შეგიძლიათ მოიზიდოთ ახალი ვიზიტორები, როგორც ინფორმაციის გავრცელებით ნაცნობებს შორის, ასევე მუშაობით, კომპანიის წარმომადგენლის სახელით.

IB (Introducing Broker) პარტნიორი შეიძლება იყოს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, ან კომპანია, რომელიც მუშაობს აქტიური ტრეიდერების კლიენტთა ბაზის შესაქმნელად. IB პარტნიორი იღებს ყველა პროგრამულ უზრუნველყოფას, მხარდაჭერას, რჩევას და მითითებებს, რაც მათ სჭირდებათ დასაქმების პროცესში, ან მათ შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი უნიკალური მეთოდი. შედეგად, IB იღებს საკომისიოს მისი კლიენტების დასრულებული სავაჭრო პროცესის საფუძველზე. რაც უფრო მეტი კლიენტი და მეტი გარიგებაა დასრულებული, მით მეტ საკომისიოს იღებს IB პარტნიორი. თქვენ უბრალოდ აკეთებთ რეკლამას. თუმცა IB პარტნიორებსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც მხოლოდ რეკლამითაა დაკავებული არსებობს მხოლოდ ერთი დიდი განსხვავება. ფიქსირებული საკომისიო განაკვეთის არ არსებობა. თქვენი შემოსავალი იზრდება შეზღუდვების გარეშე.

შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი ყველასთვის, ვინც ფიქრობს IB პარტნიორობის პროგრამაზე. შეარჩიეთ კარგი რეპუტაციის მქონე, საიმედო საბროკერო კომპანია, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. ეს კი არის VIPTRADE, კომპანია რომელიც ფლობს ყველა ამ თვისებას და რომელიც 3 წელზე მეტია მოღვაწეობს გლობალურ ფინანსურ ბაზარზე. ჩვენ ვართ ახალგაზრდა და სწრაფად მზარდი საბროკერო კომპანია. რატომ? თითოეული ჩვენი კლიენტი იღებს პროფესიონალურ მხარდაჭერას და კარგ მომსახურებას. ამიტომ, ყველა ვინც ჩვენთან ერთად იწყებს ბიზნესს, ტოვებს კარგ მიმოხილვებსა და უკუკავშირს. ჩვენ ვიკავებთ წამყვან პოზიციებს სხვადასხვა რეიტინგში, ვიღებთ სხვადასხვა კარგი რეპუტაციის სერტიფიკატებს და მრავალ სხვას, რაც საუბრობს ჩვენს პროფესიულ დონეზე. რეპუტაცია ჩვენთვის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ბიზნესის ამ სფეროში. სწორედ ამიტომ უნდა აირჩიოთ VIPTRADE თქვენს საიმედო პარტნიორად.

იმისათვის, რომ დარეგისტრირდეთ VIPTRADE-ის პარტნიორად, თქვენ ჯერ უნდა დაარეგისტრიროთ პირადი კაბინეტი. შეავსოთ განაცხადის ფორმა, რის შემდეგ პარტნიორობის მენეჯერი დაგიკავშირდებათ 3 სამუშაო დღის განმავლობაში და დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას. მისასალმებელი წერილი უნიკალური პარტნიორის ბმულითა და საკომისიოს ანგარიშის დეტალებით დაუყოვნებლივ გამოგეგზავნებათ.

დიახ, არსებულ კლიენტებს თავისუფლად შეუძლიათ, გახდნენ IB. თუ თქვენ უკვე სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით და ფიქრობთ, რომ ჩვენი პარტნიორული პროგრამა თქვენთვის შესაფერისია, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ახლავე.

არ არსებობს არანაირი შეზღუდვა. იმ მომენტიდან, როდესაც რეფერალით მოგყავთ ერთ მეგობარი, თქვენ ხდებით რეგულარული პარტნიორი, რაც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საკომისიოს სტრუქტურა.

თქვენი უნიკალური VIPTRADE-ის IB ანგარიში საშუალებას მოგცემთ მართოთ თქვენი პერსონალური კაბინეტის პორტფელის ყველა მხარე, ასევე გთავაზობთ რეპორტების ფართო არჩევანს, რომელიც დაგეხმარებათ გაეცნოთ თქვენი მიმდინარე ოპერაციების ყველა ასპექტს.

ზოგიერთი იურისდიქციის მიხედვით, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ სერტიფიკატი, რათა გახდეთ IB. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული ამ საკითხში და გსურთ მეტი გაიგოთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ახლავე და ჩვენი ერთ -ერთი აგენტი დაგეხმარებათ.

პრომო კოდი არის კოდი, რომელიც გამოიყენება IB– ს მიერ მითითებული კლიენტების თვალყურის დევნისთვის, IB უნდა შეიცავდეს პრომო კოდს, რათა მიიღონ საკომისიოები მათი კლიენტებისგან. ბმულის იდენტიფიკატორი თან ერთვის პარტნიორის საიტის URL ბმულს. შემდეგი მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორ გამოიყურება პარტნიორული ბმული: : https://cabinet.viptrade.eu/ge/invite/00485f თითოეულ პარტნიორს შეუძლია იპოვოს თავისი პარტნიორული ბმული მთავარი გვერდის ზედა ნაწილში VIPTRADE-ის პირად კაბინეტში...

არა, IB ანგარიში გამოიყენება მხოლოდ საკომისიოს მიღების მიზნით. სავაჭრო ოპერაციების გასახსნელად, შეგიძლიათ შექმნათ დამატებითი სავაჭრო ანგარიში თქვენს პროფილში. თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა თქვენი IB პარტნიორი ანგარიშიდან თქვენს სავაჭრო ანგარიშზე.

პარტნიორული ბმული არ არის ლიმიტირებული, თუ მინიმუმ ერთი პარტნიორული ანგარიში მაინც არის აქტიური.

საკომისიოები გადაიხდება ყოველი თვის პირველ (+2 ) დღეს, მას შემდეგ რაც მიაღწევთ მინიმალურ გადახდის ვარიანტს. შემდეგ დამუშავება საშუალებას მოგცემთ იგი დატოვოთ თქვენს ანგარიშზე თვის 15 რიცხვამდე, თქვენი გადახდის მეთოდის მიხედვით.

ჩვენი პარტნიორები:

ლიკვიდურობის მომწოდებლები:

შლუზი:

პარტნიორი ბანკები:

Wise Bank
Migom Bank

მხარდაჭერა:

ჩვენი პარტნიორები

ლიკვიდურობის მომწოდებლები

შლუზი

პარტნიორი ბანკები

მხარდაჭერა